პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად საგამოძიებო სამსახურში დასაქმება 18-დან 40 წლამდე მოქალაქეებს შეეძლებათ

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები ზუსტდება და განისაზღვრება, რომ სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის და არაუმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქე.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 ხმით მიიღო.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

„დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი საკანონმდებლო ინიციატივით, საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები ზუსტდება. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის (ნაცვლად 21 წლის) და არაუმეტეს 40 წლის (ნაცვლად 35 წლის) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც კანონით და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

კანონპროექტით წესდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი, თანამდებობრივი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, უმცროსი და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით, ხოლო უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის − 65 წლით. ასევე, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სამსახურის ვადის გაგრძელება ზღვრულ ასაკს ზემოთ, არაუმეტეს 5 წლის ვადით”, - წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე