გიორგი შარაშიძე სახალხო დამცველს - გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას?

თუ შეაფასეთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა? აკვირდებოდით თუ არა ამ კომისიის მუშაობას ადამიანის უფლების, უდანაშაულობის პრეზუმფციის კუთხით და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას? - ასე მიმართა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იოსელიანი ანგარიშს წარადგენს.

როგორც შარაშიძემ განმარტა, აღნიშნული საგამოძიებო კომისია პარლამენტში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსავლენად შეიქმნა, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გაასამართლა და ვიდრე განაჩენი დადგებოდა, შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქმნიდნენ ისეთ აღქმას საჯარო სივრცეში, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია უკვე დამნაშავედ ითვლებოდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და საჭიროა მსგავსი პრაქტიკა აღარ განმეორდეს პარლამენტში.

„მინდ,ა შეგახსენოთ და თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ადამიანის უფლების როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე, ევროპული სამართლის მიხედვით, მაგრამ საქართველოს პარლამენტის ბოლო პერიოდის საქმიანობაში ადგილიო ჰქონდა ერთ-ერთ გამონაკლისს, როდესაც შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და რომლის გაცხადებული მიზანი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ ამ კომისიამ გაასამართლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. შედეგად, მივიღეთ ვითარება, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ კომისიაზე საჯარო სივრცეში, ფაქტობრივად, წინ უსწრებდნენ მოვლენებს და სანამ თუნდაც ეს კომისია დაასრულებდა მუშაობას და მით უფრო, დადგებოდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ქმნიდნენ ისეთ აღქმას საჯარო სივრცეში, რომ ესა თუ ის პირი უკვე ითვლებოდა დამნაშავედ.

მინდა, გკითხოთ თქვენ, როგორც სახალხო დამცველმა, ამ კომისიის მუშაობა შეაფასეთ თუ არა, აკვირდებოდით თუ არა ამ კომისიის მუშაობას, მათ შორის, ადამიანის უფლების, უდანაშაულობის პრეზუმფციის კუთხით და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას? თუ არ გქონიათ ასეთი რეკომენდაცია, ახლა ხომ არ გასცემდით შესაბამის რეკომენდაციას პარლამენტის მიმართ, რომ თუ თვლით, რომ აქ ნამდვილად ჰქონდა ადგილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთ რამეს მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს?“ - მიმართა შარაშიძემ ლევან იოსელიანს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე