პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, თუ უცხოელს სურს, საქართველოში უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლებამოსილება ენიჭება, კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს უცხო ენის გამოცდას.

ცვლილებების თანახმად, თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი უნდა დააგროვოს. კანონპროექტის მიხედვით, თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც, ეს მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი გახდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხსაც მოიცავს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა.

მომხსენებელმა, აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, პარლამენტს ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით გააცნო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ