მარიამ მეყანწიშვილი - ხვალ შესაძლოა ხელბორკილები დამადონ, ამაყი ვარ, რომ რეჟიმს ჩემი ეშინია - ყველა საშუალებას გამოვიყენებ, რომ ვერ გამაჩერონ და ვერ გამაჩუმონ

ცალსახად, ვუშვებ, რომ ხვალ შესაძლოა ხელბორკილები დამადონ და ამისთვის ყველანაირად - ფსიქოლოგიურად, მორალურად მზად ვარ - ძალიან ამაყი ვარ, რომ რეჟიმს ჩემი ეშინია და რაღაც აბსურდული ბრალდება წამიყენეს,- ამის შესახებ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ბრალდებულმა აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის სულერთია ციხეში იქნება თუ გარეთ, რადგან თუ მოსამართლე მის წინააღმდეგ ჯარიმას გამოიყენებს, კვლავ „ანტიქართული, „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას“ გააგრძელებს.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ რეჟიმს ჩემი ეშინია და რაღაც აბსურდული ბრალდება წამიყენეს, რომელიც არანაირ სამართლებრივ კონტექსტში არ ჯდება და ამაზე ჩემმა ადვოკატებმა ისაუბრეს. ჯერ მარტო, მტკიცებულება აქვთ დარღვევით მოპოვებული, შემდეგ საერთოდ ვერ ადასტურებენ ჩემი ჯგუფის არსებობას.

ხედავთ, რომ ყველას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მუხლი ჯარიმას ითვალისწინებს, მგონია, რომ რეჟიმს ლოდად ვაწევარ გულზე და არც ციხეში ელით ნაკლები, ჩემი იქ ყოფნის შემთხვევაში.

ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ციხეში ვიქნები თუ გარეთ, ჯარიმას გამოიყენებენ? კი ბატონო! გავაგრძელებ ანტიქართული, „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას და ყველა ძალას ვიხმარ, რომ მათ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაყიდვა ვეღარ შეძლონ. ჩამსვამენ ციხეში? კალამი და ფურცელი მექნება და თუ ამასაც შემიზღუდავენ, ყველა საშუალებას გამოვიყენებ, რომ ვერ გამაჩერონ და ვერ გამაჩუმონ. მათ წინაშე მართალი ვარ და მართალი უნდა ვიყო ქვეყნისა და თანამებრძოლების წინაშე“,- განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ