რელიგიის სააგენტოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი ეწვია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიური განფენილობა, მთავრობის მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეული დახმარება და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო.

„ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიური განფენილობა, მთავრობის მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეული დახმარება და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების კუთხით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯოანა ბარტონმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისათვის და რელიგიის სააგენტოსთან ურთიერთობის სურვილი გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ ჯოანა ბარტონს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით", „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით", „ოკუპირებული მემკვიდრეობა" და „რელიგიები საქართველოში" გადასცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ