ლევან იოსელიანი გიორგი შარაშიძეს - არცერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულება ძალიან მაღალი - მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის,  გაკეთდება, მაგრამ რა?!

მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის გაკეთდება, მაგრამ რა?! ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება?! - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი ძალიან მაღალი.

„არ ვიცი, რატომ მიგაჩნიათ 7% ჩემს წინააღმდეგ არგუმენტად. არცერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულება ძალიან მაღალი. გადახედეთ. ბატონმა გიორგიმ [შარაშიძე] მითხრა, ვისურვებდი ისეთ სახალხო დამცველი იყოს, რასაც იტყვის გაკეთდებაო. ეგრე ბევრი რამის სურვება შეიძლება. მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის გაკეთდება, მაგრამ რა?! ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება?! ჩემი პრინციპულობა ამ ანგარიშში გამოიხატება. რა პრინციპით, რა ლოგიკით მოგყავთ ეგ ჩემს საწინააღმდეგო არგუმენტად, მაგას ვერ ვხვდები“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ ის პრინციპულად და სამართლიანად საქმიანობს. მან უპასუხა "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, გიორგი შარაშიძის კითხვასაც და თქვა, რომ რადგან სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, ნიშნავს, რომ მასთან იყო დარღვევა.

„მე ვფიქრობ, პრინციპულად და სამართლიანად ვსაქმიანობ. ვფიქრობ, თქვენ ყველაზე მეტად უნდა დარწმუნებულიყავით ამაში, იმიტომ, რომ რამდენჯერაც მოგვმართეთ, იმდენჯერ შესაბამისად მიიღეთ ობიექტური პასუხი. როდესაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ამდენს საუბრობთ და მეკითხებით დაირღვა თუ არა უფლება - რეკომენდაცია გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლით, რომ უფლება დაირღვა. სხვა შემთხვევაში არ გამოიცემა. ეს მარტივი რაღაცაა. რომ მეკითხებით დაირღვა თუ არა, რადგან გამოიცა ე.ი. დაირღვა ხომ?! რომ არ ჩაგვეთვალა დარღვევად, არ გამოიცემოდა [რეკომენდაცია],“ - განაცხადა იოსელიანმა გიორგი შარაშიძის პასუხად, რომელმაც მანამდე ომბუდსმენს მიმართა კითხვით: "გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას?"

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე