საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს

საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 26-28 ივნისს, „სამეფო უბნის თეატრი“ ნიუ-იორკში, ჯერარდ ლინჩის ლეგენდარულ სცენაზე ჟან ჟენეს პიესა „მოახლეებს“ წარადგენს.

„მოახლეები“ ლინჩის თეატრში საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი პროექტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს წარუდგენს. სპექტაკლი რეჟისორ ნიკა თავაძის დადგმაა, რომელშიც ქართველი თეატრის გამორჩეული მსახიობები - ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბარბარე დვალიშვილი მონაწილეობენ.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა და Emolas Corporation-მა 2026 წელს გრძელვადიანი პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება, მათ შორის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას ემსახურება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შესთავაზოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, გაამარტივოს საბანკო მომსახურებაზე წვდომა და ხელი შეუწყოს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი ინიციატივების და დაგეგმილი აქციების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გაწევრიანდით საქართველოს ბანკის Facebook ჯგუფში, რათა პირველებმა გაიგოთ საინტერესო სიახლეების შესახებ.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე