ალენ ბერსე - საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია და მკაფიოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.

ბერსეს თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო სივრცის შემცირება, ოპოზიციასა და პარტიებზე ზეწოლა, დაკავებები, შემზღუდავი კანონმდებლობა და საპოლიციო სისასტიკისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, სრულიად მიუღებელია.

“პირველ რიგში, მსურს ცხადად ვთქვა, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს მუშაობას ძალიან სერიოზულად ვუდგები - მათ შორის წინა რეზოლუციებს, მათ შორის ანგარიშს, რომელიც ამ კვირას იქნა განხილული და იგივე რეალობას ვხედავთ და იგივე რეალობის წინაშე ვდგავართ.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია და მკაფიოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება. სამოქალაქო სივრცის შემცირება, ოპოზიციასა და პარტიებზე ზეწოლა, დაკავებები, შემზღუდავი კანონმდებლობა და საპოლიციო სისასტიკისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სრულიად მიუღებელია”, - აღნიშნა ბერსემ.

მისივე თქმით, გუშინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და „მათი შეშფოთებები ადასტურებს სიტუაციის სერიოზულობას“.

ალან ბერსეს თქმით, იზოლაცია არ არის გამოსავალი და დისკუსიამ ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს.

“კითხვა კეთილ სინდისზე არაა, ჩემთვის მარტივი იქნება თუ არა ზოგიერთი ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლო შედეგებზე დაკვირვების გარეშე? ბალანსს უნდა მივაღწიოთ, მიზანი მოძრაობის მიღწევაა - არა უბრალოდ იმის თქმა, რომ სწორი რამ გავაკეთეთ, არამედ სწორი რაღაცის გაკეთება, კარგი შედეგების მიღწევა.

ამ მომენტში, ასევე, შეგვიძლია იმის დანახვა, რომ საქართველოს არდასწრება [შეხვედრაზე] ვითარებას არ აუმჯობესებს. კითხვაა, როგორც შეგვიძლია ამას მივაქციოთ ყურადღება, რათა მაქსიმალური შესაძლო შედეგი გვქონდეს - როგორც ვიცით, იზოლაცია გამოსავალი არაა”, - განაცხადა ბერსემ.

ბერსემ აღნიშნა ისიც, რომ მხოლოდ დიალოგი მიზანი არ არის, არამედ კითხვაა, როდის, როგორ და რა შედეგით.

„ასე რომ, ყველა დონეზე ვრჩები ჩართული და გთხოვთ აღნიშნოთ, რომ მხოლოდ დიალოგი ჩემთვის არ შეიძლება იყოს მიზანი, ჩემთვის ეს ნათელია. კითხვაა როდის, როგორ და რა შედეგით - არა მხოლოდ, როდის და როგორ. ეს, ასევე, დისკუსიის მნიშვნელოვანი ელემენტია. მან ხელშესახებ პროგრესამდე უნდა მიგვიყვანოს, ეს უნდა იყოს მიზანი და ეს, ჩემი აზრით, ძალიან ცხადად ვუთხარი პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ერევანში, 4 მაისს. ასევე, ვთხოვე ჩემს გუნდს, რომ კონკრეტულ გზებზე იმუშაონ ვითარებისთვის“, -აღნიშნა ბერსემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე