ეკა ბესელია - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს კომპლექსურ და მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას - პროცესში ელენესთვის სანდო ექიმი ჩაერთო

ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, „დროას“ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, ციხის დირექტორისგან მიიღო დასტური, რომ სანდოობის დაცვით გადაიდგას შემდგომი ნაბიჯებიც.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს კომპლექსურ და მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას. ჩაერთო ელენესთვის სანდო ექიმი პროცესში.

დღესაც მქონდა დაწესებულების დირექტორთან კომუნიკაცია და გადავეცი ელენეს პოზიცია - კონკრეტული ექიმის ჩართვის თაობაზე.

მივიღე დასტური, რომ სანდოობის დაცვით მოხდეს შემდეგი ნაბიჯებიც და რაც მნიშვნელოვანია დროულად”, - წერს ეკა ბესელია „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ამისთვის ხელჯოხის გამოყენება ესაჭიროება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე