"ევროპის უნივერსიტეტში" საჯარო ლექცია თემაზე - "როგორ გავხდე ადვოკატი" გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე - "როგორ გავხდე ადვოკატი" გაიმართა. ამის შესახებ "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა. საჯარო ლექციას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი ირაკლი ყანდაშვილი უძღვებოდა.

„მომხსენებელმა მონაწილეებს ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული განვითარების ეტაპები, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მნიშვნელობა, ეთიკური სტანდარტები და ის პრაქტიკული უნარები გააცნო, რომლებიც იურისტისთვის წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ პროფესიასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ „ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორი რაულ ქირია, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე