სახალხო დამცველი - 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი, მაგრამ ქუჩის მეორედ გადაკეტვის გამო, ადამიანის სისხლის სამართლის წესით დასჯა, აგრეთვე, არ არის სწორი

ახლაც ვფიქრობ, რომ 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი, მაგრამ ქუჩის გადაკეტვის გამო, ადამიანის სისხლის სამართლის წესით დასჯა აგრეთვე არ არის სწორი - არ არის ყველაფერი ცალსახა შავი და თეთრი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ იმის გამო დაიმსახურა, რომ ამბობდა, „10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი“.

„ყველაზე მეტი კრიტიკა თუ რამის გამო დავიმსახურე ამ წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ რომ საჯაროდ ვამბობდი, 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი. ეს არ იყო მოწონებული ბევრის მიერ და ითვლებოდა, რომ ხელისუფლების აზრს ვახმოვანებდი. ახლაც ვფიქრობ, რომ 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი, მაგრამ ქუჩის მეორედ გადაკეტვის გამო, ადამიანის სისხლის სამართლის წესით დასჯა აგრეთვე არ არის სწორი. ან პირველივე ჯერზე პატიმრობის გამოყენება უალტერნატივოდ როდესაც არ არსებობს სხვა ადმინისტრაციული სახდელის ფორმა, ესეც არ არის სწორი. არ არის ყველაფერი ცალსახა შავი და თეთრი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ