გიორგი შარაშიძე იოსელიანს - მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კი არ აურჩევიხართ პარლამენტს, სახალხო დამცველი ხართ - ხალხი თქვენგან გმირობას, კაცობას ვაჟკაცობას ითხოვს, საჭიროა ადამიანებთან ყოფნა, მაღაროელებთან, სასამართლოებში, დემონსტრაციებზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, სახალხო დამცველი ხალხთან ერთად უნდა იყოს იქ, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.

ასე მიმართა დეპუტატმა ლევან იოსელიანს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას.

მისი შეფასებით, სახალხო დამცველი არ უნდა იყოს „კაბინეტური თანამდებობა“ და რეალური ავტორიტეტის მოსაპოვებლად საჭიროა პრინციპულობა, გამბედაობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.

“კონტრ კითხვა დამისვით, ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულიყო. მე გეტყვით, რაც უნდა გაგეკეთებინათ. ძალიან ბევრს საუბრობთ რეკომენდაციებზე და ბევრს წერთ, როგორც ჩანს. მინდა გაგახსენოთ, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კი არ აურჩევიხართ პარლამენტს. თქვენ ხართ სახალხო დამცველი და თქვენი ვალდებულებაა ის, რომ ხალხთან ერთად უნდა იყოთ 24 საათი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახალხო დამცველი არ არის კაბინეტური თანამდებობა. სახალხო დამცველს რეალური ავტორიტეტი, რომ ჰქონდეს როგორც ხალხში, ისე ხელისუფლებაში, ის უნდა იყოს პრინციპული, გამბედავი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულება. ამისთვის არის საჭირო ყოფნა იქ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები.

დღეს, რომ დანაშაული მოხდეს, თქვენს ანგარიშს უნდა დაველოდოთ ერთი წლის შემდგე? ჩვენ და ხალხი თქვენგან გმირობას ითხოვს! დიახ, გმირობას, კაცობას და ვაჟკაცობას! ამისთვის საჭიროა ადამიანებთან ყოფნა. დიახაც, მაღაროელებთან ყოფნა, სასამართლოებში ყოფნა, დემონსტრაციებზე ყოფა, სადაც ადამიანებს უსამართლოდ და სასტიკად უსწორდებიან. სამწუხაროდ, თქვენ არ ხართ ასეთი სახალხო დამცველი“, - განაცხადა შარაშიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე