სახალხო დამცველი - უფლებრივი სტანდარტი, რომელიც სახელმწიფოს დაავალდებულებდა, ყველა ქვეყანაში იყოს საარჩევნო უბანი, არ არსებობს - როგორ მომწონს, როგორ იქნებოდა კარგი, რა აჯობებდა, ამის შესახებ ანგარიშში არ ვწერ

უფლებრივი სტანდარტი, რომელიც სახელმწიფოს დაავალდებულებდა, რომ ყველა ქვეყანაში იყოს საარჩევნო უბანი, არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ეს არ არის შეფასებული [ანგარიშში], - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, დაჯი კოვზირიძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ანგარიშში იწერება უფლებრივ სტანდარტებთან დაკავშირებით და იქ საკუთარი მოსაზრებების ჩაწერა რელევანტური არ არის.

„რაც შეეხება ემიგრანტებს - არ არის ასეთი უფლებრივი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება, ყველა ქვეყანაში გახსნას საარჩევნო უბანი. ამაზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც ამბობს, რომ ვერ დაავალდებულებს სახელმწიფოს, საარჩევნო უბანი იყოს ყველა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, არ არის ეს შეფასებული. ანგარიშში იწერება უფლებრივ სტანდარტებთან მიმართებაში და თუ ასეთი სტანდარტი არ არსებობს მე როგორ მომწონს, როგორ იქნებოდა კარგი, რა აჯობებდა, ამის შესახებ ანგარიშში არ ვწერ. ჩემი პერსონალური მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური. აქ რელევანტურია რამდენად არის მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში უფლებრივ სტანდარტთან,“ - განაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ