ლევან იოსელიანი სოფიო ხორგუანს - გორის სოციალურ საცხოვრისზე გული რომ შეგტკივათ, საცხოვრისი გუშინ და გუშინ წინ კი არ გახსნილა - გახარიას  პრემიერობის დროსაც იგივე მდგომარეობა იყო, შეიძლება კიდევ უარესი

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში მისი ანგარიშის განხილვისას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მის გამოსვლაში არაერთი არასწორი ინფორმაცია და არაკვალიფიციური შეფასება იყო წარმოდგენილი.

იოსელიანის თქმით, დეპუტატების მიერ გაჟღერებული ზოგიერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, მათ შორის განცხადება, თითქოს მან თქვა, რომ საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები ადამიანის უფლებების საკითხებთან კავშირში არ იყო და მათი კრიტიკა ანგარიშის შინაარსის ცოდნას არ ასახავდა.

„აქ ითქვა ისეთი რაღაცები, რომელიც უბრალოდ ტყუილია. არ ვაპირებ არც ქალბატონ სოფოს, არც მის კოლეგებს არ ვუპასუხო იმ ტყუილებზე, რომელიც აქ იკადრეს, მით უმეტეს, სიმართლის თქმის ეგიდით. ბევრჯერ ახსენეთ ქალბატონო სოფო, რომ აქედან სიმართლე უნდა ილაპარაკეთო, ოღონდ თქვენ ტყუილები ილაპარაკეთ! ეს არის განსხვავება. იცით რა არის ტყუილი? თითქოს, მე ვთქვი, რომ საფრანგეთმა შეუზღუდა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება. მე ასეთი რამ არ მითქვამს. ამის გარდა, ისეთი რამ იკადრეთ, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ეს თქვენი უფლებაა და თქვენს კომპეტენციაზე მეტყველებს. თქვენი კითხვები მეტყველებს თქვენს კომპეტენციაზე. სამწუხაროდ, არცერთს არ გაქვთ ანგარიში წაკითხული. თქვენი ამოცანა იყო მხოლოდ ასეთი პოპულისტური განცხადებების გაკეთება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ადამიანის უფლებებთან. ამიტომაც, თქვენ ისე გადარდებთ ადამიანის უფლებები ....

ქალბატონო სოფო, გორის სოციალურ საცხოვრისზე გული რომ შეგტკივათ, საცხოვრისი გუშინ და გუშინ წინ კი არ გახსნილა. ბატონი გახარიას პრემიერობის დროსაც იგივე მდგომარეობა იყო. შეიძლება კიდევ უარესი, მაგრამ თქვენ ეს არ გიხსენებიათ. ასე რომ, თუ სიმართლეზე ლაპარაკობთ, მაშინ, ამაზეც უნდა ისაუბროთ. რაც მთავარია, უნდა წაიკითხოთ ის, რაც ანგარიშში წერია და ასეთი არაკვალიფიციურობა არ უნდა გამოავლინოთ“,- განაცხადა იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ