ნუგზარ წიკლაური - „შენ ივანიშვილს მიეყიდე, შენ გილაურს“, ამ ბრალდების წარმომთქმელებთან შეკითხვა მაქვს: რაში გამოიხატა? - თვითიზოლაციისკენ წასვლა არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგის მომტანი იყოს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რადგან ოპოზიციის მხარდაჭერას დააზიანებს და ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.

"პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საუბრისას წიკლაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააცნობიერონ ქვეყანაში არსებული ვითარება და ერთმანეთის დისკრედიტაციის ნაცვლად საერთო მიზნებზე კონცენტრირდნენ.

წიკლაურის შეფასებით, ხელისუფლების მიზანია არა კონკრეტული ოპოზიციური პარტიების, არამედ მთლიანად ოპოზიციის დასუსტება.

„ერთმანეთის მიმართ ბრალდებები, სახელის გატეხა რაღაცნაირად უნდა დასრულდეს. პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაისიგრძეგანოს მომენტი, რომელიც ქვეყანაშია.

თუ ჩვენ გვექნება გამუდმებული დაძაბულობა, ერთმანეთისთვის ლაფის გადასხმა, ცხადია, გულშემატკივარს გაუჭირდება ასეთი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა. თუ პოლიტიკური ძალები ვერ შეძლებენ იმის გაცნობიერებას თუ სად არიან, გარწმუნებთ, ვერავინ ვერ გამართლდება საქართველოს ისტორიის წინაშე. ეს არის საკუთარ თავთან ბრძოლა, გამუდმებული დესტრუქცია.

საუბარია იმაზე, რომ შენ ივანიშვილს მიეყიდე, შენ გილაურს. ამ ბრალდების წარმომთქმელებთან შეკითხვა მაქვს - რაში გამოიხატა ეს მიყიდვა? „კოალიცია ცვლილებისთვის“ პარლამენტში შევიდა და დაჰყვა „ქოცების“ ნებას? „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ მიიღო მონაწილეობა რომელიმე აქციაში?

ხელისუფლებას უნდა სუსტი ოპოზიცია, არა კერძოდ სუსტი მიხეილ სააკაშვილი ან კოალიცია. ხელისუფლებას უნდა მთლიანად სუსტი ოპოზიცია, რომელიც ქართველ ხალხში ნებას ვერ წარმოაჩენს. ელენე ხოშტარია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, მიეყიდა ხელისუფლებას? ან ნიკა მელია, რომელიც მეორედ თუ მესამედ ციხეშია. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან ვართ გარიგებულები? რაღაც პოლიტიკური სინდისი ხომ უნდა არსებობდეს? ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს და მოთმინების ფიალაც ივსება?! ყველა უნდა შეჩერდეს, მართლაც საბედისწერო ინერცია უნდა დასრულდეს.

თვითიზოლაციისკენ წასვლა არ მგონია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კარგის მომტანი იყოს“, - განაცხადა წიკლაურმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ „ალიანსი“ არ არის ერთი პოლიტიკური პარტია, არამედ სხვადასხვა ძალის თანამშრომლობის ფორმატია.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის თვითიზოლაციის გზა შედეგის მომტანი არ იქნება და თანამშრომლობის შესაძლებლობების შენარჩუნება აუცილებელია.

„ალიანსი“ პარტია ხომ არ არის? ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ერთობა, რომელიც ამბობს, რომ არსებობს უფრო მაღალი ამოცანა, ვიდრე პარტიკულარისტული ინტერესები. ჩვენ ვამბობთ, რომ „ალიანსის“ კარი ღიაა. ამას შედარებით პატარა პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ ვეუბნებით, რომ მათი ხმაც თანაბარუფლებიანი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ადამიანს თუ ეტყვი, მოდი ერთ მაგიდასთან დავსხდეთ, მაგრამ ცოტა კუთხეში იყავი. ამას თუ ეტყვი, არანაირი მრგვალი მაგიდა არ გამოვა და არც ალიანსი. მეტი პოლიტიკური თავმდაბლობაა საჭირო, მეტი სიმამაცე ხელისუფლებასთან ბრძოლის დროს“, - განაცხადა წიკლაურმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე