ბერდია სიჭინავა - სჯობს „ჩორჩანას“ საქმის უკან წაღებაზე იფიქროს „ოცნებამ“, თუ კიდევ დარჩა რაციონალურობისა და პატრიოტიზმის მარცვალი! - ამ ისტორიული საქმის პოლიტიკურ ნანგრევებში მოყოლას არცერთ ხელისუფლებას არ ვუსურვებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ჩორჩანას“ საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, თუ მას „რაციონალურობისა და პატრიოტიზმის მარცვალი“ აქვს დარჩენილი.

სიჭინავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში ვითარება ანექსიის კუთხით განსაკუთრებით მძიმეა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიული რეგიონების რუსეთის მიერ „მიტაცებისა და ფორმალიზების“ პროცესი მიმდინარეობს, რაც, მისი შეფასებით, განსაკუთრებით მწვავეა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

„ჩვენი ისტორიული რეგიონის რუსეთის მიერ მიტაცების და მის ტერიტორიად გაფორმების პროცესს ვადევნებთ თვალს! ანექსიის მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთზე ბევრად მძიმედ მდგომარეობაა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში!

საქართველოს ეროვნული ინტერესების წარმოუდგენელი ხელყოფა ხდება “ჩორჩანას” საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნით, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და პრეტენზიებით ასამართლებენ, რატომ ჩადგა ქართულ მიწაზე, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო. ამ ისტორიული საქმის პოლიტიკურ ნანგრევებში მოყოლას არცერთ ხელისუფლებას არ ვუსურვებ! არც მგონია ვინმეს სურდეს, ვინც ამ საქმის ისტორიულ მნიშვნელობას იაზრებს და ოდნავ მაინც უყვარს ეს ქვეყანა! ამიტომ, სჯობს ამ საქმის უკან წაღებაზე იფიქროს “ოცნებამ”, თუ კიდევ დარჩა რაციონალურობისა და პატრიოტიზმის რაღაც მარცვალი!“,- წერს სიჭინავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ