სახალხო დამცველი - უცვლელი იყო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის დადგენილი 300-ლარიანი ლიმიტი, რომლის გადახედვაც ჯერ კიდევ 2024 წელს იგეგმებოდა

2025 წელს უცვლელი იყო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის დადგენილი 300-ლარიანი ლიმიტი, რომლის გადახედვაც ჯერ კიდევ 2024 წელს იგეგმებოდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ლევან იოსელიანმა პარლამენტში წარადგინა.

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სესიაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და არაერთ სოციალურ საცხოვრისსა და მსგავსი ტიპის შენობებში არსებული უკიდურესად მძიმე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა მიმოიხილა.

მათი ცნობით, უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა საჭიროებს, რომელთა საცხოვრებლის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული სტიქიური პროცესებისგან გამოწვეულ რისკებთან და სახელმწიფოს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობასთან.

„კვლავ არ გაზრდილა დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებლის შესასყიდად განსაზღვრული ფინანსური ლიმიტი, რაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდის პირობებში, აფერხებს ეკომიგრანტი ოჯახების დროული და ეფექტიანი განსახლების პროცესს.

უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი გამოწვევად რჩება იძულებით გადაადგილებული სხვა ჯგუფებისთვისაც. განსაკუთრებით აქტუალურია დევნილთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.

2025 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 300 492 იძულებით გადაადგილებული პირი და 97 280 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 45 160 ოჯახი ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებლით.

მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო წელს გაიზარდა გრძელვადიანად განსახლებული ოჯახების რიცხვი და 4 636 შეადგინა ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი 6 შენობა გამოთავისუფლდა.

თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა და დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე 30 წელზე მეტია ცხოვრობს დროებით, არასტაბილურ ან საცხოვრებლად უვარგის პირობებში.

საანგარიშო წელს, უცვლელი იყო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის დადგენილი 300 ლარიანი ლიმიტი, რომლის გადახედვაც ჯერ კიდევ 2024 წელს იგეგმებოდა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე