გაერო აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი მეზღვაურების ევაკუაციას განახორციელებს

გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის გამო სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი 11 000-ზე მეტი მეზღვაურის ევაკუაციას გეგმავს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ირანთან, ომანთან, აშშ-სთან, რეგიონის სხვა სანაპირო სახელმწიფოებთან და საზღვაო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით განხორციელდება.

„ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხოების აუცილებელი გარანტიები და საფუძვლიანად გადავამოწმეთ უსაფრთხო ნავიგაციის პირობები ამ ოპერაციების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა მან.

დომინგესის განმარტებით, ჩარჩენილი მეზღვაურების დასახმარებლად მიღწეული შეთანხმება საზღვაო უსაფრთხოების აღდგენისა და სამოქალაქო გემებზე თავდასხმების დასრულებისკენ გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს.

„ათასობით უდანაშაულო მეზღვაურის მიერ თვეების განმავლობაში გადატანილი სირთულეებისა და ტანჯვის, ასევე მთელ მსოფლიოზე უარყოფითი გავლენის შემდეგ, ღრმა კმაყოფილებით მივესალმები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას“, - განაცხადა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

IMO-ს ევაკუაციის გეგმის ფარგლებში, სრუტეში ორი დროებითი მარშრუტის გამოყენებაა შესაძლებელი, სადაც გემებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან შემდგომი ინსტრუქციებისთვის.

გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, რეგიონიდან უსაფრთხოდ გასული გემების რაოდენობის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე