მასუდ პეზეშკიანი - ირანის სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არ არის, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია ურთიერთგაგების მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იქნება“, - განაცხადა პეზეშკიანმა პაკისტანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, ირანის სარაკეტო პროგრამა ეროვნული თავდაცვისთვის აუცილებელია.

„რაკეტები რომ არ გვქონოდა, რომლებსაც ჩვენი თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, - აღნიშნა პეზეშკიანმა.

ირანის პრეიდენტმა ეს კომენტარები ისლამაბადში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც მან პაკისტანის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული განვითარების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს