ლევან მაჭავარიანი - „ქართული ოცნების“ პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის და მდიდარი NGO-ების პოზიტიური გამოხმაურება ამ გამარჯვებებზე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

“„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში:

მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში;

დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე:

90-იან წლებში;

2008 წლის ომის დროს;

ოკუპაციის პირობებში, განგრძობითად;

სამართლებრივ დოკუმენტებში დადასტურებულია:

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა;

რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი;

დევნილთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში;

რუსეთს დაკისრებული აქვს 465 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება;

ჰააგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირების მიმართ.

პ.ს. გაქარწყლებულია ყველა ბრალდება ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით, რაც მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერით დააბრალა.

სამწუხაროდ, არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არც ერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით,” - წერს მაჭავარიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე