პრემიუმ ხარისხის კოლაბორაცია - „არკონ დეველოპმენტი“ და „ოპ-არტი“ მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ

ქართულ ინდუსტრიულ და სამშენებლო - დეველოპერულ ბაზარზე ახალი, სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა, რომელიც პირდაპირ აისახება მომხმარებლის კომფორტსა და ფინანსურ სარგებელზე. პრემიუმ კლასის დეველოპერულმა კომპანიამ „არკონ დეველოპმენტმა“ და ავეჯისა და ოთახშორისი კარის მწარმოებელმა პრემიუმ ლიდერმა ბრენდმა „ოპ-არტმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კოლაბორაციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც ბინას „არკონ დეველოპმენტის“ პროექტში “არკონ ელეგანსი” ზაფხულის პერიოდში შეიძენს, საჩუქრად მიიღებს „ოპ-არტის“ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტულ ოთახშორის კარებს. ამასთანავე, თანამშრომლობის პირობები “არკონ დეველოპმენტის” მიმდინარე პროექტების მომავალ მესაკუთრეებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ განსაკუთრებული ფასებით „ოპ-არტის“ სრულ ასორტიმენტზე.

საერთო ხედვა და ევროპული სტანდარტები

ეს თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ორი ბიზნესის გადაკვეთა — ეს არის საერთო ფასეულობების მქონე ბრენდების ერთობლივი პროექტი. ორივე კომპანიას აერთიანებს პასუხისმგებლობა დეტალებზე, ხარისხსა და ადამიანების ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებაზე.

„ჩვენი მთავარი ღირებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პარტნიორობას „არკონ დეველოპმენტთან“. ეს კოლაბორაცია გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ საცხოვრებელი სივრცე, სადაც დიზაინი, ფუნქციურობა და გამძლეობა სრულ ჰარმონიაშია“, — აცხადებენ კომპანია „ოპ-არტში“.

„ოპარტი“ უკვე 19 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში კომპანიის ანგარიშზე 25 000-ზე მეტი დასრულებული პროექტი და 10 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელია, რაც ბრენდის საიმედოობის საუკეთესო დასტურია.

ფართიდან — „ღირებულ სივრცეებამდე“

„არკონ დეველოპმენტი” ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწე სამშენებლო კომპანია „არკონის“ ახალი, დინამიკური მიმართულებაა. ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ათამდე დეველოპერულმა პროექტმა და ჯამში 16-წლიანმა მრავალმხრივმა გამოცდილებამ (40+ სამშენებლო პროექტით) კომპანიას მკაფიოდ დაანახა ბინის მაძიებელთა მთავარი საჭიროებები.

„არკონ დეველოპმენტში“ სჯერათ, რომ თანამედროვე სამყაროში მშენებლობა გასცდა უბრალოდ „კვადრატული მეტრების“ იდეას. კომპანიის უმთავრესი ამოცანა გარემოსთან ჰარმონია და ადამიანის ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი ქმნის ღირებულ სივრცეებს, სადაც მობინადრეზე ზრუნვა პირველივე ეტაპიდან იწყება — მშენებლობის ხარისხიდან დაწყებული, ინტერიერის პრემიუმ დეტალებით დასრულებული.

რა სარგებელს იღებს მომხმარებელი?

უძრავი ქონების შეძენისას, რემონტის დაგეგმვა და ოთახშორისი კარების შერჩევა ხშირად დიდ ფინანსურ და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. „არკონ დეველოპმენტისა“ და „ოპარტის“ კოლაბორაცია მობინადრეებს ამ საზრუნავს სრულად უმსუბუქებს.

ბინის შეძენასთან ერთად, მომხმარებელი გარანტირებულად იღებს პრემიუმ კლასის ოთახშორის კარებს, რაც საცხოვრებლის ესთეტიკურ სრულყოფილებას, ხმის იზოლაციასა და გამძლეობას თავიდანვე უზრუნველყოფს.

ეს არის ორი ლიდერი კომპანიის სინერგია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართულ ბაზარზე მომხმარებლის ინტერესები და მაღალი სტანდარტები უალტერნატივო პრიორიტეტია.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე