სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომის დასრულებას მოითხოვს

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალებს, შეწყვიტოს ომი ირანში, ან მიიღოს კონგრესის თანხმობა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებამდე.

„რეზოლუცია ავალებს პრეზიდენტს, გაიყვანოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებიდან, თუ ამისთვის არ არსებობს ომის ოფიციალური გამოცხადება ან კონგრესის მიერ გაცემული სპეციალური ავტორიზაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტი 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. რეზოლუციის მხარდასაჭერად „დემოკრატებთან“ ერთად ოთხმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მისცა ხმა: რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ, სიუზან კოლინზმა და ბილ კასიდიმ. „დემოკრატი“ სენატორი ჯონ ფეტერმანი ერთადერთი იყო თავისი პარტიიდან, რომელმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

იგივე რეზოლუცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო.

BBC-ი წერს, რომ რეზოლუცია დიდწილად სიმბოლურია, რადგან კონგრესის ორივე პალატის მიღების შემდეგაც კი, ის განსახილველად ტრამპს არ გადაეგზავნება და კანონის ძალა არ გააჩნია.

სენატმა ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციას მანამდე ცხრაჯერ უყარა კენჭი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ შეგროვებულა მის დასამტკიცებლად საჭირო ხმების რაოდენობა.

ტრამპმა გააკრიტიკა რეზოლუცია და მას უაზრო უწოდა.

„მაშ ასე, ირანი უკვე კუთხეში მომწყვდეული მყავდა და დამარცხებამდე ცოტა აკლდა... და სწორედ ამ დროს აშშ-ის სენატმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცუდ დროს დაგეგმილი და სრულიად უაზრო კენჭისყრა ომის უფლებამოსილების აქტთან დაკავშირებით. ამ სენატორებმა ჩემი საქმე უფრო გაართულეს, მაგრამ მე ამას მაინც გავაკეთებ - ასე თუ ისე, რადგან ყოველთვის ვაღწევ მიზანს!”, - დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე