გიორგი გვარაკიძე - დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია

დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, დაზარალებულის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მათი ემოციური მხარდაჭერის მიზნით, უწყება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის ხარისხს აუმჯობესებს.

„ბოლო წლებში 5000-ს აღწევს იმ პირთა რაოდენობა, ვინც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით ისარგებლა, ყველაზე ხშირად დახმარებით ისარგებლეს ოჯახური დანაშაულების, სხვადასხვა სახის ძალადობის, სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, სატრანსპორტო დანაშაულებისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ფაქტებზე დაზარალებულმა პირებმა. წლის განმავლობაში მომეტებული ყურადღება ეთმობოდა პრევენციას, მომზადდა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დაზარალებულების გზამკვლევები, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია, რა უფლებებით შეუძლია ისარგებლოს დანაშაულის მსხვერპლმა სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, ვისთან მოუწევს კომუნიკაცია პროცესის მიმდინარეობისას, როგორია პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, პროკურორის როლი და რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს სამართალწარმოების დასრულებისას“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს