კათოლიკეები იოანე ნათლისმცემლის შობას ზეიმობენ

კათოლიკეები იოანე ნათლისმცემლის შობას ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის, უდიდესი წინასწარმეტყველის შობას აღნიშნავს, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - აღნიშნავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს