გიორგი გვარაკიძე - 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა

2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა, ხოლო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ გატარდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საზღვარზე მიგრირებად ვიზიტორებსა და იმპორტირებულ ტვირთებს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკული და სხვა აკრძალული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის საპრევენციოდ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წელს გაუმჯობესდა დანაშაულის გამოვლენისა და რეაგირების წინა წლის მაჩვენებელი.

„ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და იყენებდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს