გიორგი გვარაკიძე - კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ

კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სულ უფრო ხშირად კიბერდამნაშავეები ორგანიზებული დანაშაულის სტატუსით ოპერირებენ, დანაშაულებრივი კვალის დაფარვის შესაძლებლობები კი ყოველდღიურად იხვეწება. ამ გამოწვევის საპასუხოდ საქართველოს პროკურატურა წარმატებით თანამშრომლობდა ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერებთან, საერთაშორისო თანამშრომლობის უწყებათაშორის ქსელებთან, რათა გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს“,- აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს, წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი და მან 246 პირი შეადგინა.

„2025 წელს განვაახლეთ „ვირტუალური აქტივების ამოღების პროცედურების შესახებ“ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და ვიყენებთ კრიპტოვალუტის მიდევნებისა და ანალიზის სპეციალურ პროგრამებს, რომელიც ეხმარება გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით ამოიღონ და აღმოაჩინონ ვირტუალური აქტივები“,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე