ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობის შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 128 გამარჯვებული გამოვლინდა.

გამარჯვებულები არიან ადიგენიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, თერჯოლიდან, ლანჩხუთიდან, მცხეთიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, ხონიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან.

იმ მოსწავლეებს კი, რომლებმაც ორ ოლიმპიადაში მოიპოვეს პირველი ადგილი, გადაეცათ საქართველოს ბანკის საჩუქრები.

ინფორმაციისთვის, ევერესტის ოლიმპიადაში II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა სამტურიანია:

  • შესარჩევი ტურიდან ნახევარფინალში ოლიმპიადის ის მონაწილეები გადავიდნენ, რომლებმაც დააგროვეს არა უმცირეს 30 ქულა;
  • ნახევარფინალში, თითოეული კლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი) გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე, რომლებმაც ფინალში იასპარეზეს;
  • ფინალურ ტურში კი გამოვლინდა II, III, IV, V და VI კლასის საუკეთესო შედეგის მქონე 10-10 გამარჯვებული.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე