ირაკლი ზარქუა - ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება - ბელადი ახალზე დებს ფსონს და ჩემი „ბოკუ“ ჩააჩოჩა

ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ „ნაცების“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება - საგიჟეთი აქვთ, სახალისოა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფსონი ნანუკა ჟორჟოლიანზე დადო და თინა ბოკუჩავა „ჩააჩოჩა“.

„ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ „კარენოი“ „ნაცების“ და ახალი „ნაცების“ დაპირისპირება. საგიჟეთი აქვთ. ძველები აჯანყდნენ, „ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ თავი გამოვიჩინოთ ბელადის კარზეო“. ბელადი თან ახალზე დებს ფსონს, ახალი სახე ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი „ბოკუ“ ჩააჩოჩა. საწყენია. ბოკუჩავას რაც შეეძლო, აკეთებდა. რაც არ შეუძლია რატომ უნდა მოსთხოვო ამ ქალბატონს?! განცხადებებს აკეთებდა?! აკეთებდა. დადიოდა და აშავებს ჩვენს ქვეყანას?! აშავებდა. ბრალს დებდა არასწორად ჩვენს ლიდერებს?! ბრალს დებდა. ამას აკეთებენ დანარჩენი „ნაცებიც“ და რატომ დაიწუნეს ვერ ვხვდები.

ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ამ რადიკალებში და უცხო ქვეყნის დაფინანსებულ ორგანიზაციებში რა პროცესი მიმდინარეობს, უბრალოდ სახალისოა. ასე დაემართება ყველა იმ ჯგუფს, „ფანჩატურს“, რომელიც გაერთიანებულია უცხო ქვეყნის დაკვეთით“, - განაცხადა ზარქუამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე