ირაკლი ზარქუა - ევროსაბჭოს რეზოლუციას ჩალის ფასიც კი არ აქვს - ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს

ევროსაბჭოს რეზოლუციას ჩალის ფასიც კი არ აქვს - ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ის საქართველოს ხელისუფლებისთვის საინტერესო არაა.

ამასთან, ზარქუა აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს ეს ინსტიტუცია დიდი ავტორიტეტის მქონე არ არის.

„დღეს ევროსაბჭოში იმართება ე.წ. მსჯელობები საქართველოზე. იცით, რომ ევროსაბჭოს მანდატი დავტოვეთ, იმიტომ რომ იქ იყო ორმაგი სტანდარტი, გაუგებარი მოწოდებები, გარკვეული ლობისტების მიერ დაორგანიზებული შეხვედრები, ტექსტები, ჩვენი ქვეყნის გაშავება, ამიტომ ჩვენ დროებით პაუზა ავიღეთ. ამით ეტყობა მორიგ ჯერზე სარგებლობენ და იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. უსამართლობით არის გამსჭვალული და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი დაფინანსებული რეზოლუცია. ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის. მეტსაც გეტყვით, ზოგადად, ევროსაბჭოს ეს ინსტიტუცია დიდი ავტორიტეტის მქონე არ არის, მათ შორის, ამ ევროპულ ინსტიტუციებში. იქ, სადაც არის უარგუმენტობა, ორმაგი სტანდარტი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების შელახვა, ბუნებრივია, არაფერი გვესაქმება და არც გვაინტერესებს“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) წარადგენენ. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე