გიორგი გვარაკიძე გიგა ფარულავას - არავითარ შემთხვევაში არ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას - ის პირები, რომლებზეც მტკიცებულება იქნა მოპოვებული, მიეცნენ პასუხისგებაში

თქვენ ბრძანეთ, აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ 5 პირი არის პასუხისგებაში მიცემულიო - გამოძიება გრძელდება და გამოძიებას აქვს თავისი ვადები, მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტები. ვფიქრობ, აქ ციფრი არაფერ შუაში არ არის, არამედ მთავარია, რომ ჩვენ შევძელით და დავაიდენტიფიცირეთ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ, გიგა ფარულავას, რომელმაც მანამდე კითხვა ამ თემაზე დაუსვა.

გვარაკიძის თქმით, ის პირები, რომლებზეც მტკიცებულება იქნა მოპოვებული, მიეცნენ პასუხისგებაში.

„თქვენ ბრძანეთ, აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ 5 პირი არის პასუხისგებაში მიცემულიო. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში, გამოძიება გრძელდება და გამოძიებას აქვს თავისი ვადები, შეხედულებები, მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტები და ა.შ. ვფიქრობ აქ რიცხვი და ციფრი არაფერ შუაში არ არის, არამედ მთავარია, რომ ჩვენ შევძელით და დავაიდენტიფიცირეთ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და გამოვავლინეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს 5 პირი იქნებოდა, 10 თუ 100. არ მინდა სხვა ქვეყნების მაგალითზე ვისაუბრო, მაგრამ ვთვლი, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას. ის პირები, რომლებზეც მტკიცებულება იქნა მოპოვებული, მიეცნენ პასუხისგებაში და ასევე, ვინც შესაძლოა კიდევ გამოვლინდეს და დადგინდეს, რომ მათ მიერ შეიძლება დანაშაული იქნას ჩადენილი, არავის არ დავაფარებთ ხელს და ყველა პირი სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა უპასუხა კითხვას, რომელიც მას ასევე გიგა ფარულავამ დაუსვა გორის შემთხვევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმის ყველა მასალისა და კადრების შესწავლის საფუძველზე მათ 6 პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა მიეცათ.

„კადრები ყველამ ვნახეთ და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურად შევისწავლეთ საქმის ყველა მასალა და ეს კადრები. ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 6 პირი მიგვეცა. დანარჩენ პირებზე უბრალოდ არ გამოვლინდა ძალადობის ფაქტი. თუ 6 პირს ვაძლევთ პასუხისგებაში, იქ უფრო მეტიც შეგვეძლო მიგვეცა, დანაშაულის შემადგენლობა რომ ყოფილიყო. ხელმძღვანელი პირების პასუხისგებაში მიცემას რაც შეეხება...“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ, რა დროსაც მას საუბარი შეაწყვეტინა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ და განუმარტა, რომ არ ჰქონდა უფლება კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„როგორც პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, რომ დასვას კონკრეტულ საქმეზე და ცალკეულ გარემოებებთან მიმართებით კითხვა, თქვენც ვერ მოგცემთ აღნიშნულის საშუალებას. მაშინ მეორე მხრივ დაცვის მხარესაც უნდა მივცეთ უფლება, რომ ანალოგიური უფლებამოსილებით ისარგებლოს - ჩვენ პარლამენტში ვართ და არა სასამართლოს სხდომათა დარბაზში“, - განაცხადა გორდულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე