ვიკა ფილფანი - ჩვენ ვაკლდებით ძალიან ბევრ საერთაშორისო შეხვედრას სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დასავლური კურსი ჩრდილოური კურსით შეეცვალა - ლოგიკურია, რომ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველო მიწვეული არ არის

დღეს ჩვენ ვაკლდებით ძალიან ბევრ საერთაშორისო შეხვედრას სწორედ იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა დასავლური კურსი ჩრდილოური კურსით შეეცვალა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება.

ფილფანი აღნიშნავს, “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დავინახოთ, რომ მას მართლა სურს რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა.

“როდესაც აცხადებ მზაობას დიალოგისთვის, მეორე მხრიდანაც უნდა მოდიოდეს მზაობა. დიალოგი რასთან დაკავშირებით უნდა შედგეს?! რა თქმა უნდა, უპირველესად, ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების განცხადებას ვისმენთ, რომ “ჩვენ არც დიალოგი შეგვითავაზებია, არც ვაპირებთ ამ ყველაფერზე საუბარს, ჩვენთან ყველაფერი რიგზეა”. შესაბამისად, რადგან ამასთან დაკავშირებით მზაობა თავად “ქართულ ოცნებას” არ გამოუთქვამს და მით უმეტეს არ გამოუთქვამს მათთან კომუნიკაციაში, ლოგიკურია, რომ არ არიან მიწვეული. ძალიან სამწუხაროა, რომ მიწვეული არ არიან. დღეს ჩვენ ვაკლდებით ძალიან ბევრ საერთაშორისო შეხვედრას სწორედ იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა დასავლური კურსი შეეცვალა ჩრდილოური კურსით. ასე რეგულირდება ზოგადად, ურთიერთობები ორგანიზაციებს შორის, ქვეყნებს შორის, ორ ადამიანს შორის. ცალმხრივი ვერ იქნება ეს ურთიერთობა. იმისთვის, რომ დავინახოთ, მას მართლა სურს რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა, “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას ნაბიჯები. დიალოგისთვისაც უნდა მოემზადოს,” - განაცხადა ფილფანმა.

ცნობისთვის, 24 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი გაფართოების საკითხებზე პარლამენტთაშორის კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს. შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების ქვეყნების ეროვნული პარლამენტების 50-ზე მეტი წევრი დაესწრება. სხდომაზე საქართველოს პარლამენტი მიწვეული არ არის. ორივე სესია ევროკავშირში გაწევრების პროცესში პარლამენტების როლზე საუბარს დაეთმობა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს