გიორგი გვარაკიძე - ღარიბაშვილის და ლილუაშვილის საქმეები 2026 წლის ანგარიშში მოექცევა, თუმცა სახელობითად ვერ იქნება მითითებული, რომელ პირს რა ბრენდის საათი ან რა თანხა ჩამოერთვა, რაც შეეხება კალაძეს, ერთი პირის დანაშაულზე სხვა პირს პასუხს ვერ ვაგებინებთ

გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეები 2026 წლის ანგარიშში მოექცევა, თუმცა სახელობითად ვერ იქნება მითითებული, რომელ პირს რა ბრენდის საათი ან რა რაოდენობის თანხა ჩამოერთმევა, რადგან ეს ჯამური მაჩვენებელია.

გვარაკიძეს შესაბამის საკითხზე კითხვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ დაუსვა.

გენერალური პროკურორის განმარტებით, განაჩენი საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია განაჩენში წაიკითხოს „რა სად წავიდა.“

„ბატონო გიორგი, ჩვენ ვერაფერს ვერ და არ დავმალავთ. წლის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემებით რაც დაჯამდა ამოღებულ ქონებას თუ ჩამორთმეულ ქონებას რაც შეეხება, ყველაფერი დოკუმენტში მოცემულია. სახელობით ვერ იქნება მოცემული, რომელ პირს რა ქონება თუ ბრენდი, თუ რა რაოდენობის თანხა ჩამოერთვა, მაგრამ კონკრეტული პირების, ვინც თქვენ გაინტერესებდათ, საქმეებზე ჯერ განაჩენი არ დამდგარა. მოგეხსენებათ, რომ განაჩენის დადგომის შემდგომ უნდა მიექცეს ქონება - ჩამორთმეული იქნება ეს თუ ფულადი თანხა - სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთრებაში. რაც შეეხება თქვენ ნათქვამ საქმეებს, ისინი 2026 წლის ანგარიშში მოექცევა, თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ სახელობითად ვერც იქ იქნება მითითებული, რომელ პირს რა ბრენდის საათი ჩამოერთმევა ან რა რაოდენობის თანხა - ეს ჯამური მაჩვენებელია. მოგეხსენებათ, განაჩენი საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია განაჩენში წაიკითხოს, რა სად წავიდა“, - განაცხადა გვარაკიძემ.

ამასთან, გვარაკიძემ უპასუხა გიორგი შარაშიძის კითხვის იმ ნაწილს, რომელიც თბილისის მერიას და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის დანაშაულზე მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.

„კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს არის ინდივიდუალური და ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სხვა პირს ჩვენ პასუხს ვერ ვაგებინებთ. სხვა კითხვაც იყო ხელმძღვანელი თუ მიეცა პასუხისგებაშიო - არ არის ასე. ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ერთი პირი აგებს პასუხს თუ სხვა დანაშაულის ნიშნები არ არის. თუ სხვა დანაშაულის ნიშნები იქნება, ჩვენ არ მოვერიდებით არც ზედამხედველის თუ სხვა თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე