პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბელა მოსიას განცხადებით, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბელა მოსიას განცხადებით, საქართველოში ვიზიტად მყოფ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის მისიის წევრებს შეხვდა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის პრაქტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიულ მმართველობასა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფას უქმნის საფრთხეს.

„დღეს, როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დელეგატი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში, შევხვდი კონგრესის მონიტორინგის მისიის წევრებს, რომლებიც 23–25 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შესაფასებლად იმყოფებიან.

შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მზარდ პოლიტიზაციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის პრაქტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიულ მმართველობასა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფას უქმნის საფრთხეს.

კონგრესის მონიტორინგის პროცესი ევროსაბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში, პერიოდულად ტარდება და მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად სრულად და ეფექტიანად ასრულებს ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით ნაკისრ ვალდებულებებს“, - წერს ბელა მოსია „ფეისბუქზე“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს