ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ინდოეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ამიტ კუმარ მიშრა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში სანდო, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.

ირაკლი ყანდაშვილმა ინდოეთის ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები და პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთის ადვოკატთა პროფესიულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, გამოცდილების გაზიარებასა და ორ ქვეყანას შორის პროფესიული კავშირების გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს