გიორგი გვარაკიძე - კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახური დანაშაულის შედეგად, უმეტესად ქალები ზარალდებიან.

„კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა 62%-ის მიმართ.

ამ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა აქტიური პრევენციის გარეშე წარმოუდგენელია, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, გაანალიზდა სასამართლოს პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე ვგეგმავთ საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ტენდენციების შეფასებას, ხარვეზების აღმოფხვრას, სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებას, სწორი და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვას.

2025 წელს კვლავ აქტუალური იყო ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებოდნენ ოჯახური დანაშაულის საქმეებში, გაგრძელდა პროკურორთა სპეციალიზაცია, დაიწყო მუშაობა და მოქალაქისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი მალე გახდება საინფორმაციო ბროშურა ოჯახური დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე