გიორგი გვარაკიძე დაჯი კოვზირიძის განცხადებაზე - „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებით 2025 წელს 11 პირი არის მიცემული პასუხისგებაში - თუ ვინმეს დანაშაულის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, მოგვაწოდოს, მადლობელი ვიქნებით

კარგი იქნება, თუ ვინმეს დანაშაულის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, მოგვაწოდოს. რა თქმა უნდა, მადლობელი ვიქნებით, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ დაჯი კოვზირიძის კითხვას „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებით.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, გენერალურმა პროკურატურამ „ქოლ ცენტრების“ ორგანიზებასთან დაკავშირებით 2025 წელს 11 პირი მისცა პასუხისგებაში.

„რაც შეეხება „ქოლ ცენტრებს“, რა თქმა უნდა, პრობლემური საკითხია. ჩვენ წარმოებაში გვაქვს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. დეტალებში ვერ შევალ, ვიძიებთ და არ არის საჭირო რაღაც კონკრეტული დეტალები ვთქვათ, მაგრამ რომ იცოდეთ, 2025 წელს 11 პირი არის მიცემული პასუხისგებაში „ქოლ ცენტრების“ ორგანიზებასთან დაკავშირებით“- განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალურ პროკურორს კითხვა დაუსვა, ე.წ. ქოლ ცენტრები დღეს საქართველოში ძალიან ბევრია და რატომ არ იძიებენ.

„ბატონო გიორგი [გვარაკიძე], ძალიან მოკლე და კონკრეტული კითხვა მინდა დაგისვათ. მე შვილები მყავს 20-25 წლის ასაკის და ასე, ამბები მოდის ხოლმე, რომ მათი საახლობლო, მათი სამეგობრო, ნაცნობები მუშაობენ „ქოლ ცენტრებში“. „ქოლ ცენტრები“ დღეს საქართველოში ძალიან ბევრია, რატომ არ იძიებთ?- განაცხადა კოვზირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე