საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ხანძრის პრევენციის თანამედროვე მეთოდები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების წესები, ევაკუაციის ორგანიზების პრინციპები და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანი გამოყენება.

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა. როგორც მერაბ ბაღათურია აცხადებს, კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვნად ზრდის საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნის შესაძლებლობას.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციას“ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებული პერსონალი იყოს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი. ჩვენი უნივერსიტეტი მრავალათასიან აკადემიურ საზოგადოებას აერთიანებს, ამიტომ სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, განხორციელდა აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით. რექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვასა და თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენი სამსახურის შესაძლებლობებს როგორც ხანძრის პრევენციის, ისე საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. პროფესიონალი და კვალიფიციური თანამშრომლები ნებისმიერი უსაფრთხოების სისტემის მთავარი საყრდენია, ამიტომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მათ გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. ამ პროცესში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სანდო და პროფესიონალი პარტნიორების მხარდაჭერა, როგორიც „საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციაა“, - აცხადებს მერაბ ბაღათურია.

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ხელს შეუწყობს ხანძართან დაკავშირებული რისკების შემცირებას და საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას.

სტუ-ის ცნობით, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე