ნანა სანდერი - არ არსებობს კადრი, რომ ვინმეზე ვიძალადე - თავს უდანაშაულოდ ვგრძნობ, ერთი წუთითაც არ გამჩენია სინდისის ქენჯნა, რაც მაწუხებს, არაადამიანური მოპყრობაა, ჩემი წამება არ დასრულებულა

ორივე ნაწილში თავს უდანაშაულოდ ვგრძნობ. მე-9 თვეა, ციხეში ვარ და ერთი წუთითაც არ გამჩენია სინდისის ქენჯნა, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა.

მან სასამართლოში ვრცელი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„არ მეშინია სიცოცხლის დაკარგვის, არ მეშინია თავისუფლების დაკარგვის, არც ქონების დაკარგვის, არაფრის დაკარგვის არ მეშინია იმისთვის, რაც და ვინც მიყვარს. გერმანული გვარი მაქვს, მაგრამ ეთნიკურად ქართველი ვარ. დედაჩემი მზრდიდა ქართველად, 3 წლიდან მასწავლიდა ვეფხისტყაოსანს და ქართულ ცეკვებს... ცეკვიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ვეფხისტყაოსნიდან სიყვარულისთვის, მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის თავგანწირვა ვისწავლე...

მინდა იმ ადამიანებს დავეხმარო, ვინც ამ ქვეყნისთვის იბრძვის და უნდა, ქვეყანა გადარჩეს. მინდა ჩემი ქვეყანა ღირებულებებით, მორალურად გადარჩეს.

პოლიციელებმა ჩემზეც იძალადეს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე 18 დღე-ღამე ვიყავი ქუჩაში, დარბევა ყოველდღე, ქუჩა-ქუჩა დაგვსდევდნენ, ადამიანებს სასიკვდილოდ გვარბევდნენ.... მცდელობაც არ მქონია ძალადობაზე ძალადობით მეპასუხა. 4 ოქტომბერს დიახ, ვიყავი დამოუკიდებელი აქტორი და 4 ოქტომბრამდეც ვიყავი დამოუკიდებელი აქტორი. თითქოს, საერთო გეგმით ვიყავით, ბატონი ზოდელავა ფიზიკურადაც ნანახი არ მყავდა, პირველად სცენაზე ვნახე, საჩხუბრად წავედი მასთან, რადგან მეგონა მის გამო იწირებოდნენ ადამიანები ქვემოთ.

არ არსებობს კადრი, რომ ვინმეზე ვიძალადე. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

4 ოქტომბერს ხალხს პროვოკაცია მოუწყვეს, სასახლის ღობე იყო გადაჭრილი. არ შეიძლება ერთი მოწმე ერთს ამბობდეს, მეორე მოწმე - მეორეს... ჩემი დაჭერა საქართველოში კი არ გადაწყდა, მანამდე, გერმანიამდე გადაწყდა.

ორივე ნაწილში თავს უდანაშაულოდ ვგრძნობ. მე-9 თვეა, ციხეში ვარ და ერთი წუთითაც არ გამჩენია სინდისის ქენჯნა, ჩემი ქმედებით რომ ვინმეს რამე დაშავებოდა, ჩემს თავთან გამიჩნდებოდა მინიმუმ, სინდისის ქენჯნა.

რაც მაწუხებს, მე-9 თვეა, არაადამიანური მოპყრობაა, ჩემი წამება არ დასრულებულა",- განაცხადა სანდერმა.

ცნობისთვის, ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე