გიორგი გვარაკიძე - კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს - წლიური შედეგები ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას

პროკურატურა ქმედითად იყენებდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებს ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენის, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დანერგვისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გვარაკიძემ ორგანიზებული დანაშაულზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

„2025 წელს მკვეთრად გავზარდეთ გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია მისი მმართველი რგოლის მიმართ მართლმსაჯულების დროული და უპირობო აღსრულება. პროკურატურა ქმედითად იყენებდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებს ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენის, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დანერგვისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულზე 242 პირის მიმართ დაიწყო დევნა და მათ მიმართ მკაცრი იყო სისხლის სამართლის პოლიტიკა. გიორგი გვარაკიძის განცხადებით, მათი ბრალდების საქმეები, როგორც წესი, სასამართლოში არსებითად განიხილებოდა და საპროცესო შეთანხმება მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევებში გამოიყენებოდა.

„ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას. ,,კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე