გიორგი გვარაკიძე - დავით მიქაძეზე ძებნაა გამოცხადებული, ინტერპოლი მუშაობს და დააკავებენ ალბათ

დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადებულია - ინტერპოლი მუშაობს, დააკავებენ ალბათ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „როგორ ხდება რომ ძებნაში მყოფი დავით მიქაძე ესპანეთიდან ვიდეოს აქვეყნებს და რეაგირებს თუ არა ესპანეთი ამაზე“.

„დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადებულია, წითელ ცირკულარზე ზის. თქვენ მეკითხებით, ესპანეთმა რატომ ვერ დაიჭირა დავით მიქაძე. თქვენ მეკითხებით, ესპანეთის სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოები რატომ ვერ აკავებენ საქართველოს ძებნილს. გავიგე [კითხვა] მაგრამ, ჩვენც ხომ ვერ ვიჭერთ ყველა ძებნილს?! ინტერპოლი მუშაობს. დააკავებენ ალბათ,“ - განაცხადა გვარაკიძემ.

ცნობისთვის, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა