გიგა ფარულავა გიორგი გვარაკიძეს - ვხედავთ, რომ ხდება სამაჩაბლოს ანექსია და ამ ფონზე, ხელისუფლების დუმილს - პარალელურად ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას ჩორჩანაში, პოლიციის საგუშაგოს ჩადგმაზე ბრალი აქვს წარდგენილი - ემსახურება თუ არა ეს ეროვნულ ინტერესებს?

ვხედავთ, რომ ხდება ჩვენი ისტორიული ტერიტორიის, სამაჩაბლოს ანექსია და ამ ფონზე, ხელისუფლების დუმილს - პარალელურად ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას ჩორჩანაში, პოლიციის საგუშაგოს ჩადგმაზე ბრალი აქვს წარდგენილი. გთხოვთ, გვიპასუხოთ, ემსახურება, თუ არა ეს ეროვნულ ინტერესებს?- ამ შეკითხვით მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარლამენტში გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს, რომელიც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

„ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, როდესაც დღეს ვხედავთ იმ ანექსიას, რაც განსაკუთრებით, 9 მაისს კონკრეტული სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ხდება, ფაქტობრივად, ხდება ჩვენი ისტორიული ტერიტორიის, სამაჩაბლოს ანექსია. ამ ფონზე ვხედავთ, ხელისუფლების დუმილს და ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას ჩორჩანაში, საქართველოს ტერიტორიაზე, პოლიციის საგუშაგოს ჩადგმაზე აქვს წარდგენილი ბრალი. გთხოვთ, გვიპასუხოთ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ და როგორ მიგაჩნიათ, ეს ემსახურება თუ არა ეროვნულ ინტერესებს განსაკუთრებით მაშინ, რაც ხდება დღეს საერთაშორისო გლობალური პროცესების ფარგლებში, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში“- განაცხადა ფარულავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს