გიორგი გვარაკიძე - პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე

პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე, გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების მიზნით, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები.

კერძოდ, გვარაკიძის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნა გაიგზავნა 288 საქმეზე, ხოლო უცხო სახელმწიფოებიდან მიღებულ იქნა 1829 შუამდგომლობა. ამასთან, უცხოური ონლაინ მომსახურების მომწოდებლებისგან ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რომელთა 87 პროცენტი დაკმაყოფილდა.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში გაიმართა 23 სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, გაგრძელდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პოლიციურ დანაყოფებთან, ასევე გაიზარდა სამართლებრივი დახმარებისა და ექსტრადიციის სფეროში საქართველოს პარტნიორი და ხელშემკვრელი სახელმწიფოების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს