მარიამ მეყანწიშვილი - სიმართლე გითხრათ, ამ განაჩენს არ ველოდი, ხალხის სოლიდარობის დამსახურებაა ჩემი არასაპატიმრო სასჯელი - ნანა, აბო, გამაგრდით, ძალიან ღირსეული ადამიანები ხართ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან

სიმართლე გითხრათ, [ამ განაჩენს] არ ველოდი. მომზადებული მოვედი, ძალიან კომფორტულად ჩავიცვი, ყველანაირი განაჩენისთვის მზად ვიყავი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ მას თავისუფლების აღკვეთა არ მიუსაჯა და ჯარიმა გამოიყენა, ხალხის დამსახურებაა.

„ის, რა შედეგიც დადგა, გამამტყუნებელი განაჩენია და ვერ გეტყვით, რომ ძალიან მიხარია, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევძლებ ბრძოლის გაგრძელებას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და კიდევ უფრო მეტი უკომპრომისობით დავამარცხებთ „რუსულ რეჟიმს“.

ნანა, აბო, გამაგრდით, ძალიან ღირსეული ადამიანები ხართ, არც ერთმა არ აღიარა, რაც არ ჩაუდენია. თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან და გპირდებით, რომ ძალიან მალე დასრულდება ის უსამართლობა, და მოცემულობა, რაშიც ახლა გვიწევს ყოფნა....

ვაპირებ საღამოს რუსთაველის გამზირზე მისვლას და ძალიან დიდი მადლობის გადახდას. ამ ადამიანების სოლიდარობის დამსახურებაა ჩემი არასაპატიმრო სასჯელი. არ ველოდი სიმართლე გითხრათ, მომზადებული მოვედი, ძალიან კომფორტულად ჩავიცვი, ყველანაირი განაჩენისთვის მზად ვიყავი. ეს ჯარიმა ხალხის ძალის და ერთობის დამსახურებაა და არავითარ შემთხვევაში კანონის ლოიალობის, კანონი რეპრესიული და კონსტიტუციური ჩარჩოდანაა გასული.

განაჩენის გამოცხადებას ეზოში ველოდებოდი, რადგან ჩემი შვილი მენახა და მეგობრებთან ერთად გამეტარებინა თავისუფლების ბოლო წუთები",- განაცხადა მეყანწიშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

მისი განაჩენით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე