ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

ანტონ უპერი ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს განაჩენი გამოცხადდა - ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მას შემდეგ, რაც პროკურატურა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენს ჩაიბარებს, მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

რაც შეეხება ნანა სანდერს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, საქმის პროკურორის, ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, აღნიშნულის ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება