გია ვოლსკი - მიჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც დაინტერესებული არიან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის წითელი ხაზი გაჩნდეს და რუსეთს მიეცეს საშუალება, თავისი პოლიტიკა გაატაროს - სანქციები კი იგივეა, საქართველო ჩააგდო ნგრევის შეუქცევად პროცესში

მიჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც დაინტერესებული არიან იმით, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაჩნდეს გარკვეული წითელი ხაზი და ამავე დროს, რუსეთს მიეცეს საშუალება, თავისი პოლიტიკა გაატაროს - რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ყოველთვის მოქმედებდა „ნაცმოძრაობა", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „არის სერიოზული კონსპირაცია, ანტიქართული გაერთიანება, რომელიც ოკუპანტს ყველა მიმართულებით უწყობდა ხელს და დღესაც ამას აკეთებს".

„ქვეყნის საწინააღმდეგოა საფუძვლის არარსებობის გარეშე წარმართული პროპაგანდა, რომ თურმე, ირანს და ჩინეთს ვუკავშირდებით და ამიტომაცაა, რომ ევროკავშირი საქართველოს ინტერესებს არ იცავს - არის ის პროპაგანდა, რომელიც არანაკლებ დამაზიანებელი და მავნებლურია, ვიდრე ის, რასაც იუკნევიჩიენე ეწევა საქართველოს წინააღმდეგ. მე მიჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაჩნდეს გარკვეული წითელი ხაზი და ამავე დროს, რუსეთს მიეცეს საშუალება, თავისი პოლიტიკა გაატაროს. არც ამას გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ყოველთვის მოქმედებდა „ნაცმოძრაობა", მიუხედავად თავისი რიტორიკისა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. „ნაცმოძრაობას" ყოველთვის უჭერდა მხარს ის გაერთიანება, რასაც ჰქვია „ევროპული სახალხო პარტია". ეს არის რეალობა და ამას ვადევნებთ თვალ-ყურს. არის სერიოზული კონსპირაცია, ანტიქართული გაერთიანება, რომელიც ოკუპანტს ყველა მიმართულებით უწყობდა ხელს და დღესაც ამას აკეთებს. იმედს ვიტოვებთ, ამას შეუგნებლად აკეთებენ და ადრე თუ გვიან, გამოფხიზლდებიან და შეხედავენ, რეალურად, რა ხდება. საქართველოს ხელისუფლებას ეძახიან პრო-რუსულს და ამ დროს, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ისეთი, სადაც რუსეთს არ ექნებოდა უპირატესობა საქართველოსთან მიმართებით. სანქციებიც მესმის, მაგრამ ეს იგივეა, საქართველო ჩააგდო ნგრევის შეუქცევად პროცესში. ამ რეალობას რომ შეხედავ მიხვდები, რომ საქართველოში შენი ოპონენტებიც და მათი მედიასაშუალებებიც მოქმედებენ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსეთს საშუალებას აძლევენ განავითაროს თავისი პოლიტიკა. ეს არის ორჯერ ორი. ამ საკითხს სხვა განმარტება არ გააჩნია," - განაცხადა ვოლსკიმ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე