საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც არასწორი საპენსიო შენატანების გამო დამსაქმებლისთვის დაკისრებულ ჯარიმებს შეისწავლის

საპენსიო ფონდი დამსაქმებელთა მიერ არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანების გამო დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის ცნობით, იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს. ამასთან, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, რომ შესაბამისი განცხადებით მიმართონ ფონდს.

„საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.

საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით.

დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად,“ - აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, BPN - ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 587 047 ლარი შევიდა, წინა წლის იანვარ-მაისში კი, მხოლოდ 1 600 ლარი (ზრდა 161 590%). ამასთან, 2025 წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა.

„გაზრდილი მაჩვენებელი სავარაუდოდ, დაკავშირებულია 2025 წლის მაისში გამკაცრებულ რეგულაციებთან. სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები.

ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა.

რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება“, - ნათქვამია BPN - ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე