შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს - გიორგი გახარიას ადვოკატებად გამოდიხართ, მაშინ მე მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს და პარლამენტის დარბაზში გამოვიტანოთ განაჩენები!

იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიას ადვოკატები ხართ, კითხვა იმიტომაც დასვით, ადვოკატებად გამოდიხართ, მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს და გადავწყვიტოთ მაშინ პარლამენტის დარბაზში და გამოვიტანოთ განაჩენები, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული რეპლიკით განმარტა, თუ რატომ არის აკრძალული პარლამენტის რეგლამენტით კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შინაარსობრივი განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული განმარტება მოჰყვა ე.წ. ჩორჩანასა და 20 ივნისის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების კითხვებს.

„მე მგონი, ამ მომენტმაც კარგად გვაჩვენა, რატომ არის ეს შეზღუდვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომ არ იყოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა. რა თქმა უნდა, პროკურორი ისაუბრებს ბრალდების შინაარსზე, თქვენ, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიას ადვოკატები ხართ, კითხვა იმიტომაც დასვით, ადვოკატებად გამოდიხართ. სხვა შემთხვევაში, გამომსარჩლებელი შეიძლება არ ჰყავდეს ბრალდებულ პირს დარბაზში. მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს, მაშინ მოსამართლის როლი უნდა ვითამაშო და გადავწყვიტოთ მაშინ პარლამენტის დარბაზში და გამოვიტანოთ განაჩენები. ამიტომ არის ეს შეზღუდვა და არასწორი სისხლის სამართლის საქმეების შინაარსზე საუბარი. მადლობა ბატონო გიორგი [გვარაკიძე], რომ თქვენი პასუხითაც მოგვეცით საშუალება კიდევ ერთხელ, რომ მაგალითზე გვეჩვენებინა, რატომ არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის შეზღუდვა რეგლამენტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

იქამდე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უარი უთხრა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებთან პოლიტიკურ დებატში შეყოლაზე და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებს თვალი სასამართლოში უნდა მიადევნონ.

„აქ ჩვენ გიორგი გახარიას სასამართლო პროცესს ვერ გავმართავთ, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მე მგონი, ასე ჯობს, რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პროკურატურის ოფიციალური პოზიცია როგორც ჩორჩანას, ისე 20 ივნისის საქმეზე, წარდგენილი გვაქვს სასამართლოში და იგივე უნდა გავიმეორო, რასაც ჩვენ სასამართლოში ვამტკიცებთ. მე თქვენთან პოლიტიკურ დებატებში ვერ შემოვალ ვერც ერთ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სადაც მიმდინარეობს, იქ უნდა გადავიტანოთ, იქ უნდა დავაკვირდეთ. თუ თქვენ ან კონკრეტული დაცვის წარმომადგენელი იცავს იქ გიორგი გახარიას უფლებებს და ინტერესებს, იქ გავაგრძელოთ დაცვა და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ მიერ წარდგენილი ბრალდების მხარდაჭერას,“ - განაცხადა გვარაკიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე