სოფიო ხორგუანი გიორგი გვარაკიძეს - როდესაც სტუდენტს აუდიტორიის წინ აკავებთ და ამის გამბედაობა გაქვთ, კირიენკოს მიმართ თუ დაიწყებთ გამოძიებას?! - ეს გამბედაობა თუ გეყოფათ? - რატომ გეშინიათ? იოლია ხომ სტუდენტის დაჩაგვრა?!

როდესაც სტუდენტს აუდიტორიის წინ აკავებთ და ამის გამბედაობა გაქვთ, კირიენკოს მიმართ თუ დაიწყებთ გამოძიებას?! - ეს გამბედაობა თუ გეყოფათ? - რატომ გეშინიათ? იოლია ხომ სტუდენტის დაჩაგვრა?! - ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა სოფიო ხორგუანმა მიმართა.

ხორგუანის შეფასებით, პროკურატურა ხელისუფლების ფარად უფრო გვევლინება, ვიდრე დამოუკიდებელ ორგანოდ. მისივე თქმით, დღეს დადასტურდა, რომ გენერალური პროკურორი მიკერძოებულია და კანონის უზენაესობა რეალურად არ აინტერესებს.

„მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ყველაზე მთავარი ის კი არ არის, მართალი ხარ თუ არა, არამედ სამართალი დამოკიდებულია გავლენაზე, სტატუსზე, პოლიტიკურ კავშირზე. თუ მინისტრი ხარ, დაცული ხარ - აი, რომ წახვალ, მერე შეიძლება მოგეკითხოს.

არც ერთი დემოკრატია ერთ დღეში არ ინგრევა - დემოკრატია ინგრევა ნელ-ნელა, თანდათან, როცა ადამიანები სამართლის რწმენას კარგავენ. თქვენ ამაში საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროთ.

20 ივნისს, გიორგი გახარიას რომ არ დაეცვა [პარლამენტი] და „ნაციონალურ მოძრაობას“ ის გამოსვლოდა, რაც უნდოდა რომ გამოსვლოდა, თქვენ ალბათ იქ იქნებოდით - ადრე ადეიშვილთან მუშაობდით და იპოვიდით გზებს. ვიღაცების წინააღმდეგ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ წავიდოდა, საქმეებიც გექნებოდათ დაწყებული“, - მიმართა გვარაკიძეს ხორგუანმა.

გენერალური პროკურორი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მივიდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა