„დროა“ – PACE-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და „რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს

ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეა (PACE) „დროს“ ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში(PACE) დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც მოითხოვეს ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და „რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება“.

„ბრიფინგში მონაწილეობდნენ და მოწოდებები გააკეთეს: იულიან ბულაიმ, PACE-ში, ALDE-ს ჯგუფის პრეზიდენტი; ქსენია ლუცკინამ, ლუკაშენკოს ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა; ნიდერლანდების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა რიან ფოგელსმა, ნიდერლანდების დელეგაციის წევრმა კარლა მუნენმა, და ბრიტანეთის დელეგაციის წევრებმა მანუელა პეტრეგელამ და სემ რაშვორსმა; ასევე, „დროას“ საგარეო მდივანმა მარიკა მიქიაშვილმა და ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკანონო პატიმრობასა და რეჟიმის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას უდიდესი ყურადღება ექცევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოტო: თამარ ნუცუბიძე

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს