გიორგი გახარია - „ქართული ოცნება” ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს - ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის წინაშე ჩადენილი ღალატისთვის

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ მისი პარტიის მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, რომელიც "მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს".

"რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება".

ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს და კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს.

„ქართული ოცნების" მხრიდან საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებს საბოტაჟის ფონზე, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძოს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების დაგმობა და მტკიცედ დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის დაცვაში.

უნდა შევახსენო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, რომ ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის წინაშე ჩადენილი ღალატისთვის", - წერს გახარია X-ზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე